LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაში: დაღუპული გმირის დედის და ჩემი დედამთილის თხოვნით არ მივიღე კენჭისყრაში მონაწილეობა

2934
mariam jashi

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მარიამ ჯაში განმარტავს, რატომ შეიკავა თავი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებულ კენჭისყრაში მონაწილეობისგან. რადიო თავისუფლების ცნობით, ჯაში ამბობს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავის შეკავებით ორი ადამიანის თხოვნა შეასრულა.

2008 წლის ომში დაღუპული გმირის დედა დამიკავშირდა და მიუხედავად იმისა, რომ მას შეიძლება ყველაზე დიდი საფუძველი ჰქონდეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აგვისტოს ტრაგედიის შემდგომ, მაინც მისი თხოვნა იყო მიმტევებლობა. ასევე ჩემი ოჯახი, 15 წლის წინ 2004 წელს რეპრესიების ფონზე დავკარგე მეუღლე და ერთადერთი შვილის დაკარგვის შემდგომაც ჩემი მეუღლის დედის პოზიციაც არის, რომ დღეს ქვეყანას სჭირდება კონსოლიდაცია ” – აცხადებს მარიამ ჯაში

პარლამენტმა პროკურატურას უფლება მისცა, სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება მოსთხოვოს. 91 მომხრე, 0 წინააღმდეგი, 3-მა თავი შეიკავა – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. რეგისტრაცია სულ 94-მა დეპუტატმა გაიარა – კენჭისყრის პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ და სხდომას არ დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების დეპუტატი მარიამ ჯაში სხდომას ესწრებოდა, თუმცა მან რეგისტრაცია არ გაიარა.

მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი, "ქართული ოცნების" სამმა დეპუტატმა არ დაუჭირა

ქართული ოცნების რომელმა დეპუტატებმა არ მისცეს ხმა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას?

პროკურატურა ნიკა მელიას ბრალად სდებს 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები