LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლებში გამოცდების გაუქმების ინიციატივას 16 აპრილს განმეორებით ეყრება კენჭი

144
20190110145323858328247

განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, პარლამენტი გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ კანონპროექტს ხელმეორედ უახლოეს პლენარულ სხდომაზე, 16 აპრილს უყრის კენჭს. ამის შესახებ ჯაში სოციალურ ქსელის  პირად გვერდზე წერს.

ჯაში განმარტავს, რომ კანონპროექტმა წარმატებით გაიარა ხუთი ეტაპივე და პროცედურულად დარჩენილია მხოლოდ ერთი, დასკვნითი კენჭისყრა.

“გპირდებით, რომ 16 აპრილს დამთავრდება კანონის საბოლოო კენჭისყრა. შესაბამისად, საატესტატო გამოცდები მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის არ ჩატარდება და კანონის დონეზე მოხსნილი იქნება დუბლირება საატესტატო და ეროვნულ გამოცდებს შორის”, — აღნიშნავს მარიამ ჯაში.

გუშინ, 5 აპრილს, პარლამენტმა ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით არ მიიღო.

აღნიშნულ კანონპროექტს მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არავინ წასულა, თუმცა მისაღებად კანონპროექტს 63 ხმა სჭირდებოდა. საკითხს პარლამენტი მთავრობის თხოვნით დაჩქარებული წესით იხილავდა.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ დეპუტატმა ლევან კობერიძემ ირაკლი კობახიძეს მიმართა, რომ ხმაურის გამო გაუგებარი იყო, რომელ კანონპროექტს ეყრებოდა კენჭი და განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება სთხოვა, რაზეც ირაკლი კობახიძემ განახადა, რომ განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების საფუძველი არ არსებობდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები