“გრემის” მფლობელი მესაყვირე ნიკოლას პეიტონი 11 ნოემბერს, საღამოს რვა საათზე, ფილარმონიაში კონცერტს საკუთარ ტრიოსთან ერთად გამართავს. პეიტონის გამოსვლა ერთ-ერთია იმ საინტერესო კონცერტთაგან, რომლებიც თბილისის ჯაზფესტივალის ფარგლებში 10-13 ნოემბერს გველოდება.
მესაყვირის გუნდის წევრი, მისი ბასისტი, ვისენტე როგელიო თბილისს შეყვარებულთან ერთად ეწვია. მათ ძველი თბილისი დაათვალიერეს, შემდეგ კი “აკადემია ლაუნჯ რესტორანს” ესტუმრნენ სავახშმოდ. სტუმრებს ძალიან მოეწონათ ქართული სამზარეულო, განსაკუთრებით ბაჟე, სასმელებიდან კი – ქართული ჭაჭა. რაც შეეხება პიეტონს, მის კონცერტს ინსტრუმენტული ჯაზის მოყვარულები განსაკუთრებით ელიან.