19 ოქტომბერს, კახეთში, წინანდლის მამულში რიგით მესამე ფესტივალი – Jazz and Wine გაიმართება. ფესტივალში, ტრადიციულად, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები მონაწილეობენ: Oz Noy Trio ლეგენდარულ დენის ჩემბერსთან და ჯიმი ჰესლიპთან ერთად, ბრიტანული ჯგუფი MF ROBOTS იტალიური ბენდი SugarPie & Candymen.
Jazz and Wine-ის ფარგლებში, კონცერტების გარდა, დაგეგმილია ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული არაერთი ღონისძიება – ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები მოაწყობენ ღვინის დეგუსტაციებს. იტალიელი მზარეული მაურიციო სიცილიანო კი სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი უნიკალური რეცეპტით დამზადებულ კერძებს შესთავაზებს სტუმრებს.
ფესტივალის დღეს ასევე კომპანია „აიგრუპი“ტესლა მოდელ 3 -ის გამოცდას გეგმავს.
ფესტივალის ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს, მხოლოდ წინასწარ ჩაწერის შემთხვევაში, ექნება შესაძლებლობა, გამოsცადოს ელექტრომობილი და ნახოს მისი უნიკალური შესაძლებლობები.
ფესტივალზე დასასწრები ბილეთის ღირებულება არის 150 ლარი, რაზეც მოქმედებს თიბისი სტატუსის ფასდაკლება (-20%)
ბილეთები ონლაინ: TKT.GE