ჯენიფერ ლოპესმა აღიარა, რომ ბენ აფლეკთან განშორება მის ცხოვრებაში საუკეთესო მოვლენად იქცა. არტისტმა და მსახიობმა CBS News-ის გადაცემაში Sunday Morning ურთულეს პერიოდზე ისაუბრა.
„ეს გამოცდილება ჩემთვის გარდამტეხი იყო. ეს იყო ერთდროულად საუკეთესო და ყველაზე მძიმე პერიოდი. მუშაობა მაბედნიერებდა, სახლში დაბრუნება კი მანადგურებდა. საბოლოოდ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი იმისთვის იყო საჭირო, რათა საკუთარი თავი ხელახლა აღმომეჩინა. ასე რომ დიახ, ეს განქორწინება ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო რამ იყო“, – განაცხადა 56 წლის არტისტმა.
„შენ მე დამანგრიე“ – ბენ აფლეკზე ამღერებული ჯეი ლო და დრამატული მიძღვნის შემდეგ ბენ აფლეკის გამოჩენა
ცნობისთვის, ჯეი ლო ახალი ფილმით, „ქალი ობობას კოცნა“ შესაძლოა „ოსკარის“ ნომინანტი პირველად გახდეს. 10 ოქტომბერს მისი მონაწილეობით მანუელ პუიგის 1979 წლის ნოველისა და მასზე დაფუძნებული 90-იანი წლების ბროდვეის გახმაურებული მიუზიკლის პრემიერა შედგება.
