LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეი ლო პომპეზურ საქორწილო კაბაში (ფოტო)

3234
72667190-458711881410726-5116758062014660608-n

ჯენიფერ ლოპესი ახალ რომანტიკულ მელოდრამაში „დაქორწინდი ჩემზე“ მონაწილეობს, ფილმში ის ცნობილი მომღერლის როლს ასრულებს, რომელიც ქორწილამდე შეიტყობს, რომ თავისი საქმრო, ცნობილი როკ-ვარსკვლავი  ღალატობს და პირველივე შემხვედრს სთხოვს მასზე დაქორწინდეს. ჯეი ლოს გმირს მათემატიკის მასწავლებელი შეხვდება, რომელიც რადიკალურად შეცვლის გმირის ცხოვრებას.

სულ ცოტა ხნის წინ კი მსახიობი გადასაღებ მოედანზე ფოტო-ობიექტივის კადრში მოხვდა, სადაც ის საოცრად პომპეზურ საქორწილო კაბაშია გამოწყობილი.

სხვათა შორის, ვარსკვლავი ცოტა ხანში, რეალურ ცხოვრებაშიც მოირგებს საქორწილო კაბას, ჯერ კიდევ მარტში მას ხელი 44 წლის ალექს როდრიგესმა სთხოვა.

„არაფერი საჩქარო არ არის, ჩვენ ქორწინებას, როგორც სამუდამო ცნებას ისე ვუყურებთ“, – განაცხადა ვარსკვლავმა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები