ჯენიფერ ლოპესის მონაწილეობით ახალი ფილმის გადაღებები გრძელდება. Hustlers-ის მორიგი ეპიზოდის გადაღებაზე ჯენიფერ ლიპესი კვლავ შეუდარებელ ფორმაში გამოჩნდა. პაპარაცებმა 49 წლის ვარსკვლავი შესვენებისას გადაიღეს, როდესაც ის ტყავის შავრალში, მაღალქუსლიან ფეხსაცმელსა და დუტის ქურთუკში გამოწყობილი კოქტეილს შეექცეოდა.
თავად ჯეი-ლო ახალ ფილმზე, რომელიც სტრიპტიზიორებზე გვიყვება, განსაკუთრებულ იმედებს ამყარებს. ეს მისი მორიგი დრამატული როლია, რომელმაც მას შესაძლოა, პრესტიჟული ნომინაციაც მოუტანოს.



