გასულ კვირას, 51 წლის ჯენიფერ ლოპესისა და 45 წლის ალექს როდრიგესის განშორების შესახებ, შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა. თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ წყვილი კვლავ ერთადაა და კრიზისული პერიოდის გადალახვას ცდილობს.
ფოტო: ჯეი ლო და ალექს როდრიგესი შვილებმა შეარიგეს
ყოველივე ამის შემდეგ, პაპარაცები გაასმაგებული ყურადღებით აკვირდებიან ვარსკვლავურ წყვილს და აი, ისინი კვლავ დომინიკის რესპუბლიკაში დააფიქსირეს.
ჯეი ლომ და ალექსმა შესაძლო განშორებასთან დაკავშირებულ ჭორებს ვნებიანი კოცნით უპასუხეს. პაპარაცებმა წყვილი დილით ადრე გადაიღეს, ლოპესი თეთრ ხალათში იყო გამოწყობილი, ალექსს კი ნაცრისფერი შარვალი და თეთრი მაისური ეცვა, თავზე კი პანამას ქუდი ეხურა.