ცხოვრება, როგორც კინო – 50 წლის ვარსკვლავის ცხოვრება ბოლო პერიოდის განმავლობაში საოცრად დინამიურად მიმდინარეობს, რამდენიმე დღის წინ ჯენიფერ ლოპესმა ვარჯიშის ამსახველი ფოტოები გაგვიზიარა, ალბომის გარეკანზე გაშიშვლდა და საზოგადოება კიდევ აალაპარაკა, ახლა კი კვლავაც საქმეშია ჩართული.
ის ფილმის „დაქორწინდი ჩემზე“ (Marry Me) გადაღებებზე იმყოფება. პაპარაცებმა ის და მისი სასცენო პარტნიორი, ოუენ უილსონი წითელი ხალიჩის სცენის გადაღების პროცესში დააფიქსირეს.
ასაღნიშნავია, რომ ის ლუქი რაც ჯეი ლოს გადაღებების დროს ეცვა, მის რეალურ გემოვნებასთან სრულ თანხვედრაშია. მბზინავი, ვერცხლისფერი, გრძელი კაბა, მოშიშვლებული ზურგი და გამოკვეთილი უკანალი, რომელსაც როგორც ჩანს, ოუენ უილსონი თვალს ვერ წყვეტს.
შეგახსენებთ, ფილმში ჯეი ლო მომღერლის როლს ასრულებს, რომელიც საქმროს ღალატის შესახებ ქორწილამდე შეიტყობს და პირველსავე შემხვედრს სთხოვს მასზე დაქორწინდეს, ის ბედნიერი კი მათემატიკის მასწავლებელი ოუენ უილსონი აღმოჩნდება.
ფილმს მომავალ წელს ვიხილავთ.