LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეიკ ჯილენჰოლი „ისლამურ სახელმწიფოს“ შეებრძოლება

85

ამერიკელი მსახიობი ჯეიკ ჯილენჰოლი ახალ პროექტში მონაწილეობის მისაღებად ემზადება. ფილმი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოზე“ იქნება და ჯილენჰოლი მასთან მებრძოლ ამერიკელს განასახიერებს.

ფილმს საფუძვლად გამოცემა Rolling Stone-ის სტატია „ანარქისტი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ“ დაედება. სხვა დეტალები პროექტის შესახებ უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები