LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეიკ სალივანი: აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გადასაცემად ემზადება

139
ჯეიკ სალივანი

„ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გადასაცემად ემზადება“, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

სალივანის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ ეტაპზე დაზუსტებით არ შეუძლია იმის თქმა, გადასცა თუ არა უკვე ირანმა რუსეთს საფრენი აპარატები.

როგორც სალივანი აღნიშნავს, რომ ეს ცნობები ადასტურებს, რომ უკრაინაში დანაკარგების შედეგად, რუსეთს შეიარაღებით უზრუნველყოფის პრობლემები აქვს. მისივე თქმით, რუსეთმა უკვე მარცხი განიცადა უკრაინაში საკუთარი დასახული მიზნების მიღწევაში, რადგან მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კიევი იყო.

„კიევი დგას, ხარკოვი დგას, ოდესა დგას. ქვეყნის მთავარ ქალაქებს უკრაინული მხარე აკონტროლებს და აქვთ ძალა, რომ გმირულად დაიცვან საკუთარი თავი, არმიის დამსახურებით, რომელსაც მხარს უჭერენ ამერიკა, ნატო და სხვა მოკავშირეები.“ – განაცხადა სალივანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები