კრის ჯენერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. მისი ვარსკვლავური დაბადების დღის წვეულება ჰოლივუდის ნამდვილ ბრწყინვალებად იქცა. გლამური, მუსიკა, ბრწყინვალე სტუმრები და რა თქმა უნდა, კრისის შეუდარებელი სტილი – მედია უკვე მოიცვა ჯენერის 70 წლის იუბილეს შთამბეჭდავმა კადრებმა.
„ჯეიმს ბონდის“ ინსპირაციით დაგეგმილი საღამო Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსი 165 მილიონიან სასახლეში, ბევერლი-ჰილზზე გაიმართა. დაახლოებით 300 მოწვეულ სტუმარს შორის იყვნენ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი, რომლებიც წვეულებაზე საიდუმლოდ მივიდნენ, მაგრამ პაპარაცებმა მათი გამოჭერა მაინც შეძლეს.
თავად იუბილარი ბრწყინავდა ალისფერ კაბაში, რომელსაც მან შავი ხელთათმანები შეუხამა.
კრის ჯენერი 70 წლის იუბილეს 100 ათას დოლარად შეფასებული სახის ლიფტინგით შეხვდა