ჯეისონ დერულოს YouTube-ის ოფიციალურ არხზე ახალ სიმღერაზე „Naked“ გადაღებული კლიპის პრემიერა შედგა. რგოლი სრულად შეესაბამება სახელწოდებას – მასში თავად არტისტიც და არამარტო ის, შიშველია. აღსანიშნავია, რომ კლიპის რეჟისორი თავად დერულოა.
შეგახსენებთ, რომ ჯეისონის უკანასკნელი დისკი „Everything Is 4“გაყიდვაში 2015 წლის ივნისში გამოვიდა და ამერიკული Billboard 200-ის მეოთხე პოზიციამდე ავიდა. ამასთან, ალბომი მუსიკოსის კარიერაში ყველაზე წარმატებულადაც დასახელდა.