თვითმფრინავი, რომლითაც ჯეისონ მომოა მეგობრებთან ერთად ფინიქსში მიემგზარებოდა, ავიაკატასტროფას გადაურჩა. უსიამოვნო ინციდენტის შესახებ, ,,აქუამენმა” ,,ინსტაგრამზე” პოსტი გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ხმაური თვითმფრინავის ძრავში, ხანძრის შესაძლო გაჩენამ გამოიწვია.
საბედნიეროდ, განგაში ცრუ აღმოჩნდა, თუმცა პილოტი იძულებული გახდა თვითმფრინავი პალმ სპრინგსის აეროპორტში ავარიულად დაშვებულიყო.
ამასთან, გაირკვა, რომ კალიფორნიის მეხანძრე-მაშველებმა პრობლემის აღმოსაფხვრელად თავდაუზოგავად იმუშავეს, რისთვისაც 39 წლის მსახიობმა მათ მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, იგივე პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ ჯენიფერ ენისტონი და კორტნი კოქსი. თვითმფრინავს, რომლითაც ,,მეგობრები” კაბო-სან-ლუკასზე მიემგზავრობდნენ, აფრენისას ბორბალი მოძვრა, კატასტროფის თავიდან ასაცილებლად კი პილოტმა ავარიული დაშვება განახორციელა.
ჯენიფერ ენისტონი ავიაკატასტროფაში მოყვა (ფოტო)