დასავლური ტაბლოიდები ლეონარდო დიკაპრიოსა და ჯეკ ნიკოლსონის ვაჟიშვილის, რეიმონდ ნიკოლსონის მსგავსებაზე წერენ და ახალგაზრდა მსახიობს თავისი უფროსი კოლეგის ასლად მოიხსენიებენ.
რეიმონდი ჯეკისა და რებეკა ბრუსარდის შვილია და მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი მამის გზა აირჩია, განსაკუთრებული როლები მას ჯერ არ შეუსრულებია, მიუხედავად იმისა, რომ მისი დებიუტი 10 წლის წინ ფილმში „The Benchwarmers“ შედგა.