“ჯემფესტის მთავარ ბარიგას 35 ათასი დოლარი და ბევრი კოკაინი მოპარეს”, – ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ავრცელებს.
“ფორტუნა” დეტალების დაზუსტებას ცდილობს და ამასთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას შემოგთავაზებთ.
***
სულ ცოტა ხნის წინ, Gemfest-იდან საავადმყოფოში კიდევ 5 ახალგაზრდა გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, დაუზუსტებელი სუბსტანციის და ნივთიერების ტოქსიკური ეფექტის დიაგნოზით, Gemfest-იდან საავადმყოფოში უამრავი ახალგაზრდა გადაჰყავთ.
4 აგვისტოს ასეთი შემთხვევა ფატალურად დასრულდა. ფესტივალის ტერიტორიიდან საავადმყოფოში გადაყვანილი 22 წლის გოგო გარდაიცვალა.
ამავე ტერიტორიაზე პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა.