ოსკაროსანი ჯემი ლი კერტისი და 90-იანი წლების რომანტიკული ფილმების ვარსკვლავი ლინდსი ლოჰანი ეკრანებზე ბრუნდებიან. საუბარია 2003 წლის გახმაურებულ ფილმზე „გიჟური პარასკევი“, რომელმაც გამოსვლისთანავე ყველა რეკორდი მოხსნა. ახალი ფილმის გამოსვლის თარიღი 8 აგვისტოა, იქამდე კი ინტერნეტში გამოჩნდა ოფიციალური პოსტერები, სადაც ლინდსი ლოჰანი და ჯემი ლი კერტისი პოზირებენ.
ახალი ფოტოებიდან ირკვევა, რომ ფილმის გმირი დედა-შვილი ახალ თავგადასავალში ეხვევა, ისინი ისევ როლებს ცვლიან, ამჯერად უკვე სხვა პირობებით.
უკვე გამოქვეყნდა ფილმის თრეილერიც, რომლიდანაც ვხვდებით, რომ წინ მორიგი გასაოცარი თავგადასავალი გველის.
ლინდსი ლოჰანი და ჯემი ლი კერტისი, 21 წლის შემდეგ, ფილმ „გიჟური პარასკევის“ მეორე ნაწილის გადაღებებზე
38 წლის ლინდსი ლოჰანი ახალი საშობაო ფილმის „ჩვენი პატარა საიდუმლოს” პრემიერაზე



