ხმაურიანი იუბილეს შემდეგ, რომელსაც ჰოლივუდის ვარსკვლავების უმრავლესობა დაესწრო, ჯენიფერ ენისტონმა დასვენება გადაწყვიტა და სერიალ ,,მეგობრებში” მონიკა გელერის როლის შემსრულებელ, კორტნი კოქსთან ერთად, კაბო-სან-ლუკასს მიაშურა.
გაირკვა, რომ მოგზაურობა გოგონებისთვის უსიამოვნო ინციდენტით დაიწყო. საქმე ისაა, რომ თვითმფრინავს, რომლითაც ენისტონი და კოქსი მგზავრობდნენ, აფრენისას ბორბალი მოძვრა, რის გამოც კატასტროფის თავიდან ასაცილებლად პილოტი იძულებული გახდა ავარიულად დაშვებულიყო. საბედნიეროდ, მგზავრთა შორის არავინ დაშავებულა.
საბოლოოდ, ჯენიფერ ენისტონი და კორტნი კოქსი მექსიკურ კურორტზე ჩაფრინდნენ, იქამდე კი პაპარაცებმა მათი აღბეჭდვა მხოლოდ ერთ კადრში, ონტარიოს აეროპორტში შეძლეს.