ჯენიფერ ენისტონი იუბილარია. ამერიკელ მსახიობს 11 თებერვალს, 50 წელი შეუსრულდა.
View this post on Instagram
Love these ladies ?Celebrated this beauty last night ✨Happy Bday JA! We all love you sooo!
A post shared by Kate Hudson (@katehudson) on
გაირკვა, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავის დღეობას უამრავი ცნობილი სახე, მათ შორის: რიზ უიზერსპუნი, სანდრა ბულოკი, ელენ დეჯენერესი, გვინეტ პელტროუ, კეიტ ჰადსონი, ლორა დერნი, დემი მური, ორლანდო ბლუმი, კეტი პერი და სხვები დაესწრნენ.
მართალია, ფოტოებსა და ვიდეოებში არ გამოჩენილა, თუმცა ცნობილია, რომ წვეულებას ბრედ პიტიც ესწრებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ საღამოზე არ იმყოფებოდა, ყოფილი მეუღლის დაბადების დღე არ დავიწყებია ჯასტინ ტერუს.
,,დაბადების დღეს ვულოცავ ამ მგზნებარე, ვნებიან, წარმოუდგენლად კეთილ და მხიარულ ქალს. მიყვარხარ”, – დაწერა ,,ინსტაგრამის” პოსტზე ტერუმ, რომელმაც ენისტონის სახალისო ფოტო გამოაქვეყნა.
View this post on Instagram
Happy Birthday to this fierce Woman. Fiercely loving. Fiercely kind. ….and fiercely funny. ❤ you B.
A post shared by @ justintheroux on
შეგახსენებთ, რომ ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ ტერუ ერთმანეთს 2011 წლის მაისიდან ხვდებოდნენ. წყვილმა 2015 წლის 5 აგვისტოს იქორწინა, თუმცა ერთად მხოლოდ 2 წელი დაჰყო. ისინი 2017 წელს განქორწინდნენ.