LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ ტერუ დაშორდნენ

446

ორწლინახევრიანი ქორწინების შემდეგ ჰოლივუდის ყველაზე პოპულარული წყვილი, ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ ტერუ ერთმანეთს დაშორდნენ. 49 წლის ენისტონმა და 46 წლის ტერუმ ოფიციალური განცხადება თავად გაავრცელეს:

„იმისთვის რომ გავექცეთ ყველა სპეკულაციას, გადავწყვიტეთ განქორწინება. ესა არის ერთობლივი გადაწყვეტილება, რომელიც გასული წლის ბოლოს მივიღეთ. ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ, რომლებიც ვშორდებით როგორც წყვილი, მაგრამ ახლო მეგობრებად ვრჩებით“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ენისტონსა და ტერუს განქორწინების პროცესი სხვაგვარად სურდათ, თუმცა ჭორების თავიდან ასარიდებლად, განცხადების გავრცელება ამჯობინეს.

შეგახსენებთ, რომ ჯენიფერ ენისტონმა და ჯასტინ ტერუმ ერთმანეთი ფილმ Wanderlust-ის გადაღებებზე გაიცნეს და 2015 წელს ოფიციალურად დაქორწინდნენ.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g