LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ენისტონი და რიზ უიზერსფუნი ახალ სერიალში ერთად ითამაშებენ

aniston

ჰოლივუდის ორი ყველაზე გავლენიანი მსახიობი მალე ერთ სერიალში გამოჩნდება. 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საკულტო სერიალ „მეგობრებში“ უიზერსფუნი ენისტონის დის როლში გამოჩნდა. ამჯერად კი მსახიობები 2019 წელს Apple-ის მიერ გადაღებულ ახალ სერიალში „დილის შოუ“ მოგვევლინებიან.

ეს გახლავთ 1985-1987 წლებში გამოსული ცნობილი სერიალის „გასაოცარი ისტორიების“ რიმეიქი. პროექტში სტივენ სპილბერგი, მარტინ სკორსეზე და კლინტ ისტვუდი მონაწილეობდნენ.  ფილმი დილის სატელევიზიო შოუს წამყვანებისა და თანამშრომლების გასაოცარ ისტორიებზე გვიყვება. ცნობილია, რომ უიზერსფუნი და ენისტონი სერიალში ჟურნალისტებს განასახიერებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g