LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ენისტონიდან, გვინეტ პეტროუს გავლით, ანჯელინა ჯოლიმდე – ბრედ პიტის ქალები

1084
screen-shot-2018-07-29-at-2-15-40-pm-1532888077

მას შემდეგ, რა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვარსკლავური წყვილი დაშორდა, ბრედ პიტის პირადი ცხოვრების მიმართ ყურადღებამ ერთიორად იმატა.

მას უამრავ რომანს მიაწერენ, ხან მის პირველ ცოლთან, ჯენიფერ ენისტონთან შერიგებაზე საუბრობენ, ხან უცნობ ქალებზე აქვთ ეჭვი, ბოლო პეროდში კი აქტიურად განიხილავდნენ ვარსკვლავის რომანს, ალია შოკატთან, თუმცა საბოლოოდ, ბრედ ბიტმა განგვიცხადა, რომ არანაირ ჭორს არ უნდა დავუჯეროთ, ის ჯერჯერობით თავისუფალია. ამიტომ ჩვენც ისღა დაგვრჩენია, მის წარსულ, უკვე დადასტურებულ რომანებს კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი.

ბრეტ პიტის პირველი, ყველაზე გახმაურებული სასიყვარულო პარტნიორი, უკვე გარდაცვლილი კრისტინა ეპლჰეიტია, რომელმაც მსოფლიოს ერთ-ერთი სასურველი მამაკაცი არც მეტი არც ნაკლები სხვა მამაკაცის გულისთვის მიატოვა.

ბრედის მორიგი სამიზნე მსახიობი რობინ გივენსონი იყო, თუმცა მათი ურთიერთობა ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა.

პიტის მორიგი სასიყვარულო ობიექტი, უკვე საკმაოდ „სერიოზული ლუკმა“ აღმოჩნდა. პიტის და გვინეტ პელტროუს რომანი 1994 წელს დაიწყო. 2 წლის შემდეგ კი ისინი დაინიშნენ. ბრედ პიტმა ისიც განაცხადა, რომ გვინეტი მისი მთელი ცხოვრების სიყვარული იყო. წყვილი 90-იანი წლების ყველაზე ცხელ წყვილად აღიარეს. დაშორების შემდეგ კი პელტროუმ განაცხადა, რომ ბრედი მისთვის ზედმეტად კარგი იყო.

ბრედ პიტი თავის მომავალ მეუღლეს , „მეგობრების“ ვარსკვლავს ჯენიფერ ენისტონს 1998 წელს შეხვდა, ქორწილი კი 2000 მალიბუში შედგა. ჯენიფერის და პიტის ქორწინებამ 4 წელს გასტანა, ამ დროის განმავლობაში ხშირად იყო ჭორები მათი დაშორების შესახებ. პიტი ჯენიფერს ოფიციალურად 2005 წელს გაეყარა. როდესაც პიტის და ენისტონის ქორწინება უკვე ბოლო დღეებს ითვლიდა, ის და მსახიობი ანჯელინა ჯოლი საყოველთაო სკანდალში გაეხვივნენ. სადაც ანჯელინას ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც „სხვა ქალს“.

განქორწინებიდან ერთ თვეში, ბრედისა და ანჯელინას რომანის დამადასტურებელი ფოტოები გავრცელდა. ფოტოებზე, რომელიც 500 000 დოლარად გაიყიდა,  ნაჩვენები იყო პიტი, ჯოლი და მისი შვილი მედოქსი, რომლებიც  სანაპიროზე, კენიაში იმყოფებოდნენ. ზაფხულის განმავლობაში, წყვილს სულ უფრო და უფრო ხშირად ხედავდნენ ერთად, რის შემდეგაც მედიამ მათ „ბრანჯელინა“ შეარქვა. ორი თვის შემდეგ კი ვარსკვლავები ერთად, ოფიციალურად გამოჩნდნენ.

2006 წელს შაილო ნუველ ჯოლი პიტი დაიბადა, 2008 წლის მაისში კი  წყვილს ტყუპები, ნოქს ლეონ ჯოლი პიტი და ვივიენ მარჩელინ ჯოლი ეყოლათ.

და ბოლოს, „ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია“ – ცნობილი ხდება, რომ 55 წლის პიტმა და 50 წლის ენისტონმა შობის წვეულება ერთად გაატარეს, ტაბლოიდებმა პიტი, ენისტონის სახლთან გამოიჭირეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახის ურთიერთობა აქვთ „ექს“ მეუღლეებს, თუმცა ის, რომ საზოგადოებას პიტი-ენისტონის კვლავ დაწყვილება საოცრად გაუხარდება, ეს ფაქტია. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები