LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ენისტონის დედა გარდაიცვალა

226

79 წლის ნენსი დოუ, ჯენიფერ ენისტონის დედა გარდაიცვალა, ამის შესახებ ცნობა მსახიობმა და მისმა ოჯახისწევრებმა რამდენიმე საათის წინ გაავრცელეს. ოჯახის ინფორმაციით, ნენსის გარდაცვალების დროს ყველაზე ახლობელი ადამიანები მასთან ერთად იყვნენ.

„ძალიან გთხოვთ, არ შეგვაწუხოთ უახლოეს დღეებში და მოგვცეთ საშუალება, გამოვიგლოვოთ ახლობელი ადამიანის დაკარგვა,“ – ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო წლების განმავლობაში ჯენიფერსა და ნენსის ურთიერთობა არ ჰქონიათ. ენისტონმა არაერთხელ აღნიშნა ინტერვიუებში, რომ დედამ სასტიკი კრიტიკით გაანადგურა შვილის პიროვნება, 1999 წელს დოუს მემუარები გამოსცა, სადაც ჯენიფერზე ბევრი უსიამოვნო რამ ეწერა; ამის შემდეგ მსახიობმა გადაწყვიტა, დედასთან ურთიერთობა გაეწყვიტა. ენისტონს დედა არ მოუნახულებია პირველი ინფარქტის შემდეგაც, არც რეაბილიტაციის დროს მოუნახულებია.

არ არის ცნობილი, მოახერხეს თუ არა შერიგება დედამ და შვილმა ნენსის გარდაცვალებამდე.

დოუ საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g