LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ენისტონმა სუპერქალის როლი შეასრულა

103

ჯენიფერ ენისტონი საზოგადოებაში იშვითად ჩნდება. უფრო მეტიც, მას სოციალური ქსელიც კი არ აქვს. სწორედ ამიტომ, ახალი პაროდიული რგოლი, სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს ჯენიფერ ენისტონი ასრულებს, თაყვანისმცემლებისთვის ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა. ვიდეორგოლი შოუმენის, ჯიმი კიმელის 50 წლის იუბილეს საპატივცემოდ გადაიღეს.

სერიალ „მეგობრების“ 48 წლის ვარსკვლავი მაყურებლის წინაშე ახალ ამპლუაშია – წითელი სუპერგმირული კოსტიუმით. გარდა ჯენიფერისა, რგოლში ბენ აფლეკია წარმოდგენილი ყვითელი ბეტმენის როლში და მეთ დეიმონი, რომელმაც ბოროტი პერსონაჟი, ადამიანი კუნთი განასახიერა. სუპერიხვის კოსტიუმი კი ზაკ გალიფიანაკისმა მოირგო.

მოკლემეტრაჟიანი პაროდიის საფუძველი „საშინელი ათეული“ გახდა, რომელიც თავად ჯიმი კიმელმა დახატა, როდესაც ათი წლის იყო. ყველა პერსონაჟი თავად კიმის წარმოსახვის შედეგია. რგოლის დასაწყისში, თითოეული მათგანი თავისი ძალის დემონსტრირებას ახდენს, რომ ადაიანი კუნთისგან სამყარო იხსნან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები