ჯენიფერ ენისტონს დედასთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს. მსახიობმა არაერთხელ აღნიშნა, რომ დედის მუდმივი ტერორის გამო ბავშვობისა და თინეიჯერობის რთული წლები გამოიარა. კონფლიქტი უმეტესად ჯენიფერის ფიგურისა და ზოგადად- გარეგნობის გამო ხდებოდა. ბავშვური წყენის დავიწყება ენისტონისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა, შემდეგ კი მან დედა საკუთარი ცხოვრებიდან წაშალა, იგი არც ჯენიფერისა და ჯასტინ ტერუს ქორწილს ესწრებოდა, ვარსკვლავმა დედა ქორწილში არ დაპატიჟა.
დასავლური ტაბლოიდების ინფორმაციით, ენისტონის დედა ნენსი დოუ ახლა ძალიან ავად არის, ექიმების პროგნოზები კი არც ისე დამამშვიდებელია. ყველაზე ოპტიმისტური გათვლით, ნენსი კიდევ ერთ წელს იცოცხლებს. მისი ერთადერთი ოცნებაა, შვილი ნახოს, თუმცა ჯერ-ჯერობით ენისტონი მის ნახვასარ აპირებს.
