LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ გარნერი წლის ყველაზე ლამაზ ქალად დასახელდა (ფოტო)

244
12643774-0-image-a-82_1556079139190

ჟურნალმა People წლის ყველაზე ლამაზი ქალი დაასახელა. გაირკვა, რომ წელს ეს წოდება ჯენიფერ გარნერს მიანიჭეს, რომლის ფოტო გამოცემის სპეციალური ნომრის ყდას ამშვენებს.

აღსანიშნავია, რომ ჟურნალმა, რომელიც გაყიდვაში 6 მაისს ჩაეშვება, ჰოლივუდის ვარსკვლავი არა მხოლოდ გარეგნული, არამედ სხვა მიღწევებისთვისაც გამოარჩია.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, 47 წლის ვარსკვლავს, მსახიობობის, ბიზნესის, დედობისა და ქველმოქმედების, ერთმანეთთან მარტივად შეთავსება შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ყველაზე ლამაზ ქალად, People-მა პინკი აღიარა.

როდესაც გაიგო, რომ წლის ყველაზე ლამაზ ქალად დაასახელეს, პინკმა ბევრი იცინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები