კორონავირუსის პანდემიას უამრავი ვარსკვლავური ქორწილი ემსხვერპლა. მათ შორის არიან, 51 წლის ჯენიფერ ლოპესი და 45 წლის ალექს როდრიგესი. როგორც ცნობილია, მათ პანდემიის გამო საქორწინო ცერემონია რამდენჯერმე გადადეს და პანდემიის დასრულების შემდეგ იტალიაში გეგმავდნენ ჯვრისწერას. თუმცა როგორც ამბობენ, გადადებული საქმე ეშმაკისაა – შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვარსკვლავური წყვილის ქორწილი საერთოდ აღარ შედგეს. ამის შესახებ დასავლური მედია აქტიურად ალაპარაკდა.
საქმე ისაა, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ჯენიფერ ლოპესი ენდი კოენის რადიოგადაცემაში იყო მიწვეული, სადაც ქორწინებაზე ღიად ისაუბრა.
„ამ ასაკში ორივე ჩვენგანი უკვე იმყოფებოდა ქორწინებაში, სწორედ ამიტომ დავფიქრდით, – დავქორწინდებით თუ არა, რა საჭიროა საერთოდ, განა ეს რამეს ნიშნავს ?“, – განაცხადა ვარსკვლავმა.
როგორც ჩანს, ჯეი ლო 75 წლის გოლდი ჰოუნის კვალს დაადგა, რომელიც კურტ რასელთან 38 წლიან ურთიერთობაში, ოფიციალური ქორწინების გარეშე იმყოფება.
„მე მომწონს კურტის გოგონას სტატუსი“ – 75 წლის გოლდი ჰოუნმა 69 წლის კურტ რასელთან 38 წლიანი ურთიერთობის საიდუმლო გაამხილა