LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი შვილებთან ერთად არიანა გრანდეს კონცერტზე (ვიდეო)

179
14277746-0-image-a-18_1559514131830

31 მაისს, მაიამიმ არიანა გრანდეს უმასპინძლა. გაირკვა, რომ 25 წლის  მომღერლის ,,ამერიკან ეარლაინს არენაზე” გამართულ კონცერტს შვილებთან ერთად, ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი დაესწრნენ.

ინფორმაცია ამის შესახებ ა-როდმა ,,ინსტაგრამის” ისტორიაში ატვირთული ვიდეოთი გაავრცელა, რომელშიც ჯეი ლო ახალგაზრდა შემსრულებლის ჰიტზე 7 rings ცეკვავს.

აღსანიშნავია, რომ შოუს დასრულების შემდეგ ვარსკვლავური წყვილი 14 წლის ნატაშასთან, 12 წლის ელასთან და 11 წლის ემასთან ერთად, საღამოს მთავარ გმირს შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ არიანა გრანდე მეოთხე და მეხუთე სტუდიური ალბომების Sweetener (2018 წ.) და Thank U, Next (2019 წ.) მხარდასაჭერ მსოფლიო ტურნეში იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები