ჯენიფერ ლოპესი და შაკირა უკვე მაიამიში იმყოფებიან, სადაც „სუპერ ბოულის“ წინ სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართა. ჯეი-ლომ განაცხადა, რომ წლევანდელ პროგრამაში ცვლილებებია და ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, სპეციალური ნომრით პატივი მიაგონ ტრაგიკულად დაღუპული კობი ბრაიანტისა და მისი ქლიშვილის ხსოვნას. ნომერში ჯენიფერ ლოპესი და შაკირა ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას.
აქვე ჯენიფერ ლოპესმა გაიხსენა, როგორ შეიტყო კობის გარდაცვალების ამბავი. ამის შესახებ მას ალექს როდრიგესმა შეატყობინა.
შეგახსენებთ, რომ „სუპერ ბოულის“ გრანდიოზული შოუ 3 თებერვალს გაიმართება.