LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესი ნარკობარონესას როლს შეასრულებს

118

ჯენიფერ ლოპესი HBO-ს ახალი პროექტით დაინტერესდა და გრიზელდა ბლანკოზე გადაღებულ ფილმში მონაწილეობასთან ერთად, მის პროდიუსერობასაც შეითავსებს.

”ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ქალბატონის ცხოვრებით. HBO-ს პროექტი კი, იდეალური შანსია ავისრულო ოცნება და ეკრანზე გადავიტანო ბლანკოს ისტორია”, – აღნიშნა მსახიობმა.

ფილმში ცნობილი ნარკობარონესას, ”კოკაინის ნათლიდედად” წოდებული გრიზელდა ბლანკოს, ცხოვრება, მისი წარმატება და კრახია მოთხრობილი. 1970-იან წლებში ბლანკომ ერთგვარი რევოლუცია მოახდინა, ნარკოტრაფიკის ახალი მარშრუტები შექმნა და მათი გაყიდვის მეტად ორიგინალური ხერხები შეიმუშავა.

ყველაზე ცნობილი ნარკობარონესა 2012 წელს მოკლეს კოლუმბიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები