პაპარაცებმა ჯენიფერ ლოპესი ამჯერად ნიუ-იორკში დააფიქსირეს, როდესაც 49 წლის მეგავარსკვლავი ახალ პროექტზე მუშაობდა. ლორენ სკაფარიას ახალ ფილმში Hustlers ლოპესი მთავარ როლს ასრულებს. გადასაღებ მოედანზე ის ნაცრისფერი ხალათითა და ყავისფერი უგებით გამოჩნდა. ანსამბლში ლოპესი მაკიაჟითა და ძვირფასი სამკაულით პოზირებდა.
ფილმი სტრიპტიზ-კლუბის ყოფილი თანამშრომლების შესახ მოგვითხრობს, რომლებიც ერთიანდებიან, რათა ყოფილ კლიენტებს სამაგიერო გადაუხადონ. კინოსურათი, სადაც ასევე კონსტანს ვუ, ქარდი ბი და ჯულია სთიალსი მონაწილეობენ, ეკრანებზე 2020 წელს გამოვა.



