LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესის ,,მთელი გული” – იუბილარი ვარსკვლავი თინეიჯერი შვილების ფოტოებს ავრცელებს

416
ETD_TREND_JLO_KIDS_20230517_16X9

24 ივლისს, ჯენიფერ ლოპესმა 55 წლის იუბილე ზღაპრულად აღნიშნა. Მიუხედავად იმისა, რომ დაბადების დღეზე მის გვერდით არ იმყოფებოდა ბენ აფლეკი, ღირსშესანიშნავი მოვლენა ჯეი ლომ სხვა ოჯახის წევრებთან, მათ შორის შვილებთან ერთად იზეიმა. Დღეობის შემდეგ, ლოპესმა განსაკუთრებული სიყვარული სწორედ მათ მიმართ გამოხატა და ქსელში ბავშვების ფოტოები ატვირთა.

,,ჩემი მთელი გული”, – დაწერა მან.

ტყუპები, მაქსი და ემა, რომლებიც ლოპესს მარკ ენტონისგან ჰყავს, 16 წლის თინეიჯერები არიან. ისინი დედასთან იზრდებიან, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ განქორწინების მიუხედავად, მამასთანაც იდეალური ურთიერთობა აქვთ.

აღსანიშნავია, რომ პატარების პირველი საჯარო ფოტოებისთვის, People-მა 6 მილიონი დოლარი გადაიხადა.

ჯენიფერ ლოპესი და მარკ ენტონი ქორწინებაში 2004-დან 2014 წლამდე იყვნენ. ჯეი ლოსთვის ტყუპები ერთადერთი შვილები არიან. ენტონის სხვა ურთიერთობებიდან და ქორწინებებიდან, კიდევ 5 შვილი ჰყავს, რომელთაგან ერთი აყვანილია.

„ახლა ვზივარ და ვფიქრობ ყველაზე უჩვეულო მოგზაურობაზე ჩემს ცხოვრებაში, ვგრძნობ, რომ თითქოს იგივე გოგონა იწყებს ცხოვრებას, სავსე ენერგიებითა და სიმამაცით…“ – ჯეი ლოს ემოციური პოსტი და უახლესი ფოტოები

ჯეი ლოს „თავისუფლების ცეკვა“ და ემოციური სიმღერა – „სთორები“ ჯეი ლოს მეჯლისიდან, სადაც ბენი არსად ჩანს

ბენი ლოს-ანჯელესში, ჯეი ლო კი მეჯლისზე – ბენ აფლეკის მორიგი „მემი“ და უახლესი ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები