ჯენიფერ ლოპესი რელიზისთვის ახალ სიმღერას – „Ain’t Your Mama“ ამზადებს. საკუთარი თაყვანისმცემლების დაინტერესება კი ჯეი ლომ ამ დღეებში კომპოზიციის მცირე პრევიუთი გადაწყვიტა, რომელიც მან „ინსტაგრამზე“ გააზიარა.
https://www.instagram.com/p/BDzDgvgGuMK/?taken-by=jlo
ვიდეოდან კარგად ჩანს, რომ სიახლე ლოპესის სტილში იქნება: რიტმული და ცეცხლოვანი.
შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში ლოპესი ჯეიმს კორდენის შოუს სტუმრობდა, სადაც ცნობილი ჰიტების შესრულებასთან ერთად, წამყვანმა და მომღერალმა ლეონარდო დიკაპრიოს პირდაპირ ეთერში მოკლე ტექსტური შეტყობინება მისწერეს, პასუხმა კი მონაწილეებიც და მაყურებლებიც გაამხიარულა (იხ. ბმული), ამასთან, ცოტა ხნის წინ, მომღერალი პლანეტის ყველაზე სექსუალურ ქალადაც დასახელდა (იხ. ბმული).