LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესსა და უილ სმიტს ,,ვარსკვლავის დაბადებაში” უნდა ეთამაშათ (ვიდეო)

7267110-0-image-a-107_1544496778419

,,ვარსკვლავის დაბადების” პოპულარობის პარალელურად, ფილმის აქამდე უცნობი ფაქტების შესახებ ცნობილი სულ უფრო მეტი დეტალი ხდება.

ამ დღეებში, გაირკვა, რომ ჯენიფერ ლოპესსა და უილ სმიტს კინოსურათის მთავარი პერსონაჟები უნდა განესახიერებინათ. ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში ჯეი ლომ აღიარა, რომ ის და 50 წლის მსახიობი სცენარზე მუშაობდნენ, თუმცა პროექტს გაურკვეველი მიზეზების გამო ჩამოშორდნენ.

49 წლის ვარსკვლავმა ბრედლი კუპერისა და ლედი გაგას შესახებაც ისაუბრა.

,,ვამაყობ ბრედლით. ჩვენ მეგობრები ვართ. აღარაფერს ვამბობ გაგაზე, რომელიც სრულყოფილია ისევე, როგორც ეს ფილმი”, – აღნიშნა ამერიკელმა შემსრულებელმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ჯექსონისა და ელის როლებზე ასევე ბიონსესა და კლინტ ისტვუდის დუეტიც განიხილებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები