დასავლური მედია წერს, რომ ჯენიფერ ლოურენსისა და მისი რჩეულის, რეჟისორ დარენ არონოფსკის რომანი სულ უფრო სერიოზულ სახეს იღებს. 26 წლის მსახიობი და 47 წლის რეჟისორი უკვე ერთი წელია ერთად არიან და ამჟამად მათი ურთიერთობა ახალ საფეხურზე გადავიდა.
„ჯენიფერმა და დარენმა მომავალზე ისაუბრეს. მათ არ სურთ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა რეჟისორს ოჯახის შექმნა უკვე სურს. მას ძალიან უყვარს ჯენიფერი!“ – განაცხადა წყვილთან დაახლოებულმა წყარომ.
სიმართლეა თუ არა ეს, დროთა განმავლობაში გახდება ცნობილი – წყვილი ცდილობს, ნაკლებად მოხვდეს პაპარაცების ობიექტივში, შესაბამისად, პირადი ცხოვრება მათ მაქსიმალურად გასაიდუმლოებული აქვთ.