ცოტა ხნის წინ გავრცელებული ხმები 26 წლის ჯენიფერ ლოურენსისა და 47 წლის დარენ არონოფსკის რომანის შესახებ, პაპარაცულმა ფოტოებმა დაადასტურა, რომლებმაც მსახიობი და რეჟისორი ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობისა და კოცნის დროს დააფიქსირეს. წყვილი საკმაოდ ბედნიერად გამოიყურებოდა.
ხმები მათი ერთად ყოფნის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რომ დარენმა ჯენიფერი თავისი ახალი ფილმის მთავარ როლზე დაამტკიცა, რომლის გადაღებებიც მიმდინარე ზაფხულს დაიწყო.