26 წლის ჯენიფერ ლოურენსისა და 47 წლის დარენ არონოფსკის რომანის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ გაზაფხულზე გახდა. თუმცა მას შემდეგ წყვილის რომანის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა. ან მათ შორის არსებული რომანის შესახებ ინფორმაცია სიცრუეა, ან ისინი საგულდაგულოდ მალავენ დეტალებს.
ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც რეჟისორმა ლოურენსი თავის ახალ ფილმში მთავარ როლზე დაამტკიცა. არონოფსკი და ლოურენსი გადასაღებ მოედანზე დაახლოვდნენ, გადაღებების შემდეგ კი მათ ურთიერთობა გააგრძელეს.
ცოტა ხნის წინ ჯენიფერმა ახალ პროექტზე დაიწყო მუშაობა და დარენს დახმარებისთვის მიმართა. ინსაიდერების მტკიცებით, დარენი და ჯენიფერი ბოლო კვირების განმავლობაში ხშირად ხვდებიან პაპარაცების ობიექტივში.