LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოურენსმა აღიარა, რომ ახალ წელს ვერ იტანს

61

წინასაახალწლო ციებ-ცხელება ყველა ადამიანზე ვრცელდება. მილიონობით ადამიანი ნანატრი დღესასწაულის აღსანიშნავად ემზადება, ერთმანეთისთვის საჩუქარს ამზადებს და ა.შ.

თუმცა, არსებობენ გამონაკლისებიც, ვისაც ეს ყველაფერი არ მოსწონს. მაგალითად ჯენიფერ ლოურენსი, რომელიც ამ დღეებში „გრემ ნორტონის“ შოუს სტუმრობდა. ოსკაროსანმა მსახიობმა აღიარა, რომ არ ესმის ხალხის, რომელიც ფუსფუსებს და ემზადება ახალი წლისთვის, რადგან მისთვის ეს დღესასწაული იმედგაცრუებასთან და მუშაობასთან ასოცირდება.

„ვერ ვიტან ახალ წელს, რადგან აუცილებლად ვინმე გამიფუჭებს განწყობას. დღესასწაულის შემდეგ სულ ერთნარიად ვარ: მთვრალი და იმედგაცრუებული“, – განაცხადა ლოურენსმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები