LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოურენსმა და დარენ არონოფსკიმ დაამტკიცეს, რომ არ დაშორებულან

63

ჯენიფერ ლოურენსისა და დარენ არონოფსკის რომანი გასული წლის შემოდგომაზე ფილმ „მგზავრების“ გადაღებებზე დაიწყო, სადაც ლოურენსი მთავარ როლს ასრულებს. წყვილზე ამბობდნენ, რომ მათი რომანი დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, რადგან დარენს მსგავსი ურთიერთობები თითქმის ყოველი ახალი ფილმის გადაღების შემდეგ ჰქონდა.

რამდენიმე დღის წინ გაჩნდა ჭორიც, რომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ამ ყველაფრის გასაქარწყლებლად ნიუ-იორკში მათ „ზღაპრული პაემანი“ მოაწყეს – დარენი ჯენიფერთან და ვაჟიშვილთან ერთად „მზეთუნახავი და ურჩხულის“ სანახავად წავიდა, ამის შემდეგ კი მათ ინდურ რეასტორანს მიაშურეს.

წყვილთან დაახლოებული წყაროს თქმით, მათ ყველაზე უბრალო და ძლიერი ურთიერთობა აკავშირებთ, ამიტომ დაშორებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები