ჯენიფერ ლოურენსის საშობაო ტრადიცია 28 წლის მსახიობის თაყვანისმცემლებისთვის ცნობილი ფაქტია. გამონაკლისი არც წლევანდელი დღესასწაული ყოფილა.
ახლახან, ,,ოსკაროსანი” ლოურენსი მშობლიურ კენტუკის შტატში მდებარე ბავშვთა საავადმყოფოს სტუმრობდა, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მქონე პატარები მოინახულა. ჯენიფერმა ბავშვებთან და მათ მშობლებთან ისაუბრა და სამახსოვრო სურათებიც გადაიღო, რომელთაგან ერთ-ერთზე ის ცრემლიანი ჩანს.
შეგახსენებთ, რომ 2 წლის წინ, ჯენიფერ ლოურენსმა სამედიცინო დაწესებულებას 2 მილიონი დოლარი გადაურიცხა.