დასავლური ტაბლოიდები ჯენიფერ ლოურენსის რომანზე წერენ. როგორც აღმოჩნდა, ჰოლივუდის ვარსკვლავს რომანი აქვს თავის კოლეგასთან, აზიზ ანსარისთან. წყვილმა ვალენტინობა ერთად გაატარა.
თვითმხილველების თქმით, 25 წლის ლოურენსი და 32 წლის ანსარი მთელი საღამოს განმავლობაში იცინოდნენ, საუბრობდნენ, უკვეთავდნენ სხვადასხვა საჭმელს და ერთმანეთს მსუბუქად ეფლირტავებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ თავის უამრავ ინტერვიუში, ოსკაროსანი მსახიობი აქცენტს ოჯახის შექმნაზე აკეთებს.