LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიმ სადებიუტო ალბომი და დოჩისთან ერთობლივი სიმღერა დააანონსა

128
photo-collage.png

ბოლო დროს, Blackpink-ის ოთხივე წევრი ყურადღების ცენტრში სოლო კარიერითაც მოექცა.

ახლახან, ლისა, როუზი, ჯენი და ჯისუ Blackpink-ის სახელის ქვეშ კვლავ გაერთიანდნენ და მსოფლიო ტურნე დააანონსეს. Blackpink World Tour მიმდინარე წლის განმავლობაში გაიმართება.

პარალელურად, სულ მალე დღის სინათლეს ლისასა და ჯენის სადებიუტო სოლო სტუდიური ალბომები იხილავს.

ლისას სადებიუტო ალბომის გამოსვლის თარიღი ცნობილია

ჯენის ბენდისგან დამოუკიდებელი პირველი დისკი – Ruby გაყიდვაში, 7 მარტს ჩაეშვება.

ფირფიტის რელიზამდე არტისტი კიდევ ერთ სინგლს წარადგენს. 21 თებერვალს ის დოჩისთან ერთობლივ სიმღერას – Extral გამოუშვებს. ლონგფლეიში, დუა ლიპასთან დუეტსაც მოვისმენთ.

პროექტის ნაწილია სინგლებიც: Mantra და Love Hangover – სერიალის – ,,ეოფორია” ვარსკვლავ, დომინკ პაიკთან კოლაბორაცია. ჯენიმ ალბომს პრომოუშენი ასევე ტრეკით – ZEN გაუწია.

ცნობისთვის, ჯენი კოლექტივისგან დამოუკიდებლად სცენაზე 2018 წელს სადებიუტო სოლო სინგლით – Solo გამოჩნდა. ის პოპულარული 2023 წლის სინგლებმა – You & Me და One of the Girls გახადა. One of the Girls the Weeknd-თან და ლილი როუზ დეპტთან თანამშრომლობით სერიალისთვის – The Idol შეიქმნა, რომელშიც ჯენის სამსახიობო დებიუტი შედგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები