29 მარტს, ლოს-ანჯელესში, ,,ბილბორდის” ყოველწლიური ღონისძიება – ,,ქალები მუსიკაში” გაიმართება. წვეულება, რომელიც დაჯილდოების ხასიათს ატარებს და ქალ არტისტებს რამდენიმე უკონკურენტო ნომინაციაში ჯილდოს ანიჭებს, წელს მეთვრამეტედ შედგება.
ცნობილი გახდა, რომ საღამოს მთავარ ტიტულს – დოჩი მიიღებს. ამერიკელი რეპერი გავლენიანმა მუსიკალურმა გამოცემამ ,,წლის ქალად” დაასახელა. ამ წოდებით 26 წლის ჰიპ ჰოპ არტისტი ისეთ შემსრულებელთა სიაში შევა, როგორებიც: რიბა მაკინტაირი, სიარა, ბიონსე, ფერგი, ტეილორ სვიფტი (სხვადასხვა დროს ორჯერ), კეტი პერი, პინკი, ლედი გაგა, მადონა, სელენა გომესი, არიანა გარანდე, ბილი აილიში, ქარდი ბი, ოლივია როდრიგო, SZA და შარშანდელი რეციპიენტი, კაროლ ჯი არიან.
აღსანიშნავია, რომ დოჩი ქარდი ბის შემდეგ, მეორე ქალი რეპერი გახდება, ვისაც საპატიო ტიტული მიენიჭება.

კიდევ ერთ პრესტიჟულ პრემიას – Icon Award, ერიკა ბადუ მიიღებს. შარშან ის კაილი მინოუგს გადაეცა.
Billboard Women in Music-ის სხვა სპეციალური ჯილდოები შემდეგნაირად გადანაწილდა:
