ლედი გაგამ და დოჩიმ ერთობლივი სიმღერის – Runway კლიპი გამოუშვეს. ვიდეოს რეჟისორი ქორეოგრაფი და ვიზუალური არტისტი, პერის გობელია. სიმღერა სპეციალურად ფილმისთვის – The Devil Wears Prada 2 შეიქმნა.
მუსიკალური რგოლი მაღალი მოდის ესთეტიკითაა გაჯერებული. მასში მომღერლები მრავალფეროვან ავანგარდულ სამოსში ჩნდებიან, რომლებიც როგორც დამწყები, ისე მსოფლიო დონის დიზაინერების ნამუშევრებია.
იმ ფონზე, როცა გავრცელებული ინფორმაციით, საუნდტრეკი ფილმში მილანის მოდის კვირეულის კულისებში განვითარებული სცენების დროს აჟღერდება, ვიზუალი სწორედ კინოსურათის სიუჟეტს ეხმიანება.
„ეშმაკი ატარებს პრადას 2“ კინოთეატრებში, 1-ელი მაისიდან გამოჩნდება. უკვე ოფიციალურადაა დადასტურებული, რომ ფილმში ლედი გაგაც მონაწილეობს. ის ეპიზოდურ როლში საკუთარ თავს განასახიერებს.