LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჯეო ჰოსპიტალსის” სამტრედიისა და საგარეჯოს კლინიკებმა დამატებითი საწოლფონდის მობილიზება და სხვადასხვა ქალაქებიდან კოვიდ პაციენტების მიღება შეძლო

268
125400232-420818732410322-5744051203667201785-n

“ჯეო ჰოსპიტალსის” სამტრედიისა და საგარეჯოს სამედიცინო ცენტრები, სადაც კომპანიამ, არსებულ მძიმე მდგომარეობაში დამატებითი საწოლფონდის მობილიზება განახორციელა, კოვიდ ინფიცირებულების ადგილზე მართვის მიზნით, რამდენიმე საათში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან პაციენტების მიღება შეძლო.

„ფორტუნასთან“ საუბარში საგარეჯოს ,, ჯეო ჰოსპიტალსის,, სამედიცინო ცენტრის დირექტორმა დავით ჯიქიამ აღნიშნა, რომ კლინიკაში რამდენიმე საათში მოხდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ინფიცირებული პაციენტების მიღება. ამ ეტაპზე მობილიზებული საწოლფონდი მთლიანად შევსებულია.

„პაციენტები კლინიკაში თბილისი, მარნეული, მცხეთა, ბორჯომი, რუსთავი, გურჯააანი, სიღნაღი და სხვა ლოკაციებიდან მივიღეთ. კლინიკა უზრუნველყოფილია ავტონომიური ჯანგბადის ქარხნით, ასევე აღჭურვილია COVID–19-ით დაავადებული პაციენტების მართვისთვის საჭირო ყველა დიაგნოსტიკური საშუალებით (მ.შ., კომპიუტერული ტომოგრაფია, მრავალპროფილური ლაბორატორია)“,- აღნიშნა დავით ჯიქიამ.

როგორც კომპანია „ჯეო ჰოსპიტალსში“ აცხადებენ, ახალი მენეჯმეტი რომელიც რამდენიმე თვეა რაც ჯეო ჰოსპიტალსის მართვაში შევიდა პანდემიის პერიოდშიც კი არსებული ინფრასტრუქტურისა და ახალი სამედიცინო სერვისების განვითარებას განაგრძობს.

გარდა ამისა, საქართველოს სხვადასხვა კლინიკებში უწყვეტი სამედიცინო მომსახურების პარალელურად, ცენტრებში სარემონტო სამუშაობი მიმდინარეობს, რაც პაციენტებისთვის განახლებული და კომფორტული გარემოს შექმნას ითვალისწინებს.

„ფორტუნა“ ესაუბრა სამტრედიის ჯეოჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრის დირექტორს, ირაკლი ლაღიძეს, რომლის თქმითაც გუშინვე შეძლეს მიეღოთ სხვადასხვა სიმძიმის პაციენტები.

„ამ ეტაპზე „ჯეო ჰოსპიტალსის“ საწოლფონდი რუხი, ზუგდიდი, ლანჩხუთი, ცაგერი,ვანი, აბაშა, ქუთაისი, ხონი, ზესტაფონიდან ჩამოყვანილ პაციენტებს დაეთმო.

ადგილზე კოვიდინფიცირებულებს შესაბამისი კვალიფიკაციისა და გადამზადებული მედპერსონალი ხვდება“,-განაცხადა ირაკლი ლაღიძემ.

ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკებმა რეგიონის მასშტაბით 125 დამატებითი საწოლფონდის მობილიზება შეძლო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები