LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ჯეობიტი” მომხმარებელს ტექნიკას ე.წ „თავის ფასებში“ სთავაზობს

198

კომპიუტერული კომპანია ”ჯეობიტი”  საკუთარ მომხმარებელს ყველანაირ ტექნიკას ე.წ „თავის ფასებში“ სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, აღნიშნული აქცია 16 მაისს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება.

”უკვე 12 წელია რაც ბაზარზე ვართ. ამ დროის განმავლობაში უამრავი ერთგული მომხმარებელი შევიძინეთ, ისინი გვენდობიან და წლების მანძილზე მხოლოდ ჩვენი პროდუქტით და მომსახურებით სარგებლობენ. ამიტომ, გადავწყვიტეთ მადლიერება გამოგვეხატა მათდამი და 16 მაისიდან ”ჯეობიტის”  შარტავას ფილიალი (რუსთავი, შარტავას 4) უარს ამბობს ფინანსურ სარგებელზე და მომხმარებელს ყველანაირ ტექნიკას სთავაზობს ე.წ „თავის ფასებში”, – განმარტეს კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ფასები შეეხება როგორც მსხვილ,  ასევე პერიფერიულ ტექნიკას: როუტერი, მაუსი, კლავიატურა, ყურსასმენი, ხმის გამაძლიერებელი და ა.შ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები