LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ჯეობიტი’’ რუსთავში სათავო ოფისს გახსნის

842

კომპიუტერული კომპანია ,,ჯეობიტი’’ 12-წლიანი საქმიანობის შემდეგ ქალაქ რუსთავში სათავო ოფისს გახსნის.

როგორც „ფორტუნას“ კომპანიაში განუცხადეს, ახალი ოფისი კომპანიას სერვისების დახვეწისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საშულებას მისცემს.

ოფისის გახსნასთან დაკავშირებით, ,,ჯეობიტი“ რუსთავში კონცერტს გამართავს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ:   ანსაბბლი „ზარები“, მომღერალი ზურა დოიჯაშვილი და მაესტრო მორისი.

,,ნებისმიერ რუსთაველს შეუძლია მოვიდეს „ჯეობიტის“ ოფისის გახსნაზე და ისიამოვნოს მუსიკით, ასევე დაათვალიეროს ახალი ოფისი და ისარგებლოს ფასდაკლებებით.’’-განაცახდეს კომპანიაში.

კონცერტის მიმდინარეობის დროს გაიმართება ვიქტორნია, კითხვები შედგენილი იქნება „ჯეობიტის“ საქმიანობის თემატიკის გარშემო, სწორი პასუხის ავტორები დასაჩუქრდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები