LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯეობოტანიკი“ – მცენარეთა ბაზარზე წარმატებულად საქმიანობის 16 წელი

860
ჯეობოტანიკი

ბოლო წლებში გამწვანებისა და ინტერიერის დიზაინის მიმართ მზარდმა ინტერესმა მცენარეთა ბაზარი საგრძნობლად გააქტიურა. მომხმარებელი სულ უფრო მეტად ეძებს იშვიათ და ხარისხიან მცენარეებს, რაც იმპორტიორი კომპანიებისთვის ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს ქმნის. ამ კონტექსტში კომპანია „ჯეობოტანიკი“, რომელიც მცენარეთა საერთაშორისო შესყიდვასა და საქართველოში რეალიზაციაზე სპეციალიზდება, მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა სექტორში.

მაგდა ქიბროწაშვილი, კომპანიის „ჯეობოტანიკი“ დირექტორი:

– „ჯეობოტანიკი“ 2010 წლიდან საქმიანობს ბაზარზე მცენარეების იმპორტისა და კომერციული გავრცელების მიმართულებით. მცენარეები შემოგვაქვს თურქეთიდან, ჰოლანდიიდან და იტალიიდან. შემოგვაქვს ჩვენს კლიმატს მორგებული როგორც ოთახის, ისე ეზოს დიდი მცენარეები.

მცენარეების ტრანსპორტირება სპეციალური მაცივრით ხდება. დაახლოებით, 10 დღემდე სჭირდება ტრანსპორტირებას და ძირითადად ისეთი მცენარეები ჩამოგვაქვს, რომლებიც გზას უძელებენ.

ჩვენ მიერ შემოტანილი მცენარეები საცალოდ და ბითუმად იყიდება როგორც ჩვენს ობიექტებზე, ისე ჩვენი პარტნიორების მაღაზიებში (ნიკორა, კარფური, გუდვილი, აგროჰაბი).

ბოლო ერთი წელია დავიწყეთ ლანდშაფტის დიზაინზეც მუშაობა – ბაღისთვის ან ღია სივრცისთვის ვქმნით ფუნქციურ, ესთეტიკურ დიზაინებს. კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული სპეციალური პროექტებით, თქვენს ოცნებაში არსებულ მწვანე სივრცეს რეალობად ვაქცევთ. ჩვენ გთავაზობთ ბაღის მოვლის სრულ მომსახურებას, რათა თქვენი გარე სივრცე ყველა სეზონზე იყოს ჯანმრთელი, მოწესრიგებული და მიმზიდველი. გაზონის თიბვიდან და გასხვლიდან დაწყებული, ნიადაგის გამდიდრებით და დაავადებების პრევენციით დამთავრებული, მზად ვართ, ყველაფერში დაგეხმაროთ. ასევე, ვაკეთებთ დრენაჟისა და ავტომატური სარწყავი სისტემების მონტაჟს.

ამჟამად ორი ობიექტი გვაქვს: თბილისში, ისანში და საგურამოში, რომელიც 1 წელია, რაც გავხსენით. საგურამოში უფრო დიდი ტერიტორიაა, შესაბამისად, იქ უფრო დიდი ზომის მცენარეები იყრიან თავს, თუმცა ორივეგან ყველანაირი ასორტიმენტი მოგვეპოვება.

ჩვენს ობიექტებზე მომართვიანობა უფრო დღესასწაულებზე (ახალი წელი, დედის დღე, ქალთა საერთაშორისო დღე) იზრდება. ბაზრისთვის ჩვენ მიერ შეთავაზებული მცენარეებიდან განსაკუთრებული პოპულარობით ორქიდეა და ჯუჯა ვარდები სარგებლობენ. მათ მიმართ ინტერესი არასდროს ნელდება. სხვათა შორის, ჩვენი მცენარეები, თბილისის შემდეგ, დიდი რაოდენობით იყიდება ქუთაისში, გორში, ხაშურში, დუშეთში.

ჩვენი კომპანიისთვის პასიური პერიოდია ზამთარი, იანვარი განსაკუთრებით. ამ დროს არავინ ფიქრობს არც ოთახის, არც ეზოს მცენარეებზე, ალბათ, იმიტომ, რომ ეს არ არის გადარგვისთვის შესაფერისი პერიოდი. ასევე რთულია ზაფხული, როცა ძალიან ცხელა, ამ დროს უჭირთ მცენარეების მოვლა.

ბაზარზე ჩვენს სეგმენტში კონკურნეცია, რა თქმა უნდა, დიდია. ამიტომაც ვცდილობთ, მომხმარებელს ყველაზე დაბალი ფასი შევთავაზოთ და ხშირად შემოვიტანოთ ახალი მცენარეები, მუდმივად გვქონდეს სიახლე. ამასთან, ვითვალისწინებთ მომხმარებლების სურვილებსაც და შემოგვაქვს მათთვის სასურველი მცენაარეებიც, მთავარია, ამ მცენარეების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა იყოს ნებადართული (ნებართვებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებოს სამინისტრო გასცემს).

ჩვენს ობიექტებზე სტუმრობის გარდა, მომხმარებელს შეუძლია ეწვიოს ჩვენს  ვებგვერდსა და ფეისბუკისა და ინსტაგრამის გვერდებს. თითოეულ მათგანზე მცენარეები წარმოდგენილია ფოტოებით, დასახელებითა და ფასებით.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g