„ჯეოვოისი“ (GeoVoice) არის კომპანია, რომელიც სპეციალიზდება პროფესიონალურ აუდიო, ვიდეო და ვიზუალურ სისტემებში. ის ქმნის ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მაღალი დონის კომუნიკაციას, ვიზუალიზაციას და სივრცის სრულფასოვან გამოყენებას, იქნება ეს საკონფერენციო დარბაზი, თეატრალური სცენა, სპორტული არენა, რესტორანი, კაფე თუ სხვა დანიშნულების საზოგადოებრივი სივრცე.
კობა მათითაიშვილი, კომპანიის „ჯეოვოისი“ ტექნიკური დირექტორი:
– „ჯეოვოისი“უკვე 16 წელია ბაზარზე ოპერირებს, მე პირადად 21 წელია აუდიო-ვიდეო ინდუსტრიაში ვარ და ვემსახურები ქართული შოუბიზნესის განვითარებას. მაშინ, როდესაც კომპანია დაფუძნდა, ქვეყანაში აუდიო ინჟინერიაში ცოდნის დეფიციტი იყო, არ არსებობდა არცერთი პროფესიული სასწავლებელი, სადაც ეს ინჟინრული პროფესიები – აუდიო ინჟინერია, განათების ინჟინერია, სცენის კონსტრუქციების ინჟინერია ისწავლებოდა. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩვენი გუნდი წავედით ევროპაში, მივიღეთ ცოდნა, შევიძინეთ პარტნიორები, რომლებიც დავპატიჟეთ საქართველოში, დავიწყეთ უცხოელ არტისტებთან აქტიურად მუშაობა, რაც დღემდე გრძელდება. მოვახერხეთ და გავცდით საქართველოს ფარგლებსაც, მაგალითად, 2025 წელს, ერევანში, სტადიონზე ჩავატარეთ ზემფირას კონცერტი, ასევე მონაწილეობა მივიღეთ ჯენიფერ ლოპესის კონცერტში. ყველაფერ ამის გათვალისწინებით – ევროპიდან შემოტანილი ცოდნით, ჩვენს ახალ ოფისში შექმნილი ტრენინგ ცენტრით (ახალმოსულ კადრებს ვაძლევთ საბაზისო, კარგ თეორიულ თუ პრაქტიკულ ცოდნას) და ყველა აუდიო შესაძლებლობით, „ჯეოვოისი“რეგიონში ლიდერი გახდა.

– რა შედის თქვენს მომსახურებაში?
– კომპანიაში არის ოთხი დეპარტამენტი: აუდიო ინჟინერიის, განათების ინჟინერიის, ვიდეო და LED ეკრანების და სცენის კონსტრუქციების და საინჟინრო ნაგებობების. თითოეულს ჰყავს თავისი ხელმძღვანელი და ამ დეპარტამენტებში მუშაობენ საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის ინჟინრები.
თუ ვინმეს სურს, სრული ტექნიკური პროდაქშენი მიიღოს, აგზავნის ჩვენთან მოთხოვნას, ჩვენი ინჟინრებისგან იქმნება სამუშაო გუნდი და კეთდება ნახაზები, ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალი, თანხმდება დამკვეთთან, როგორ სურს, რომ გამოიყურებოდეს მისი სცენა – ამისთვის ვუმზადებთ წინასწარ ვიზუალებს, სიმულატორებით ხდება დამუშავება. ერთი სიტყვით, ჩვენ მას ყველაფერს წინასწარ ვახვედრებთ გამზადებულს და დასტურის მიღების შემდეგ იწყება ადგილზე მუშაობა.
ჩვენდა საამაყოდ მინდა აღვნიშნო, რომ არ მახსენდება ბოლო 10-12 წლის განმავლობაში ერთი შენიშვნა მაინც მიგვეღოს რომელიმე ღონისძიებიდან, იმიტომ, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს ჩვენი გუნდის წევრები – „ჯეოვოისი“ ნამდვილად ასოცირდება უმაღლეს ხარისხთან. მოხარულები ვართ, რომ შედეგად პრემიუმ სეგმენტის დამკვეთები გვყავს და გვენდობა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორი.

– უფრო ვრცლად ვისაუბროთ თქვენს გუნდზე.
– დღესდღეობით კომპანიაში მუშაობს 40-ზე მეტი ადამიანი. არიან ადამიანები, რომლებიც დაარსების დღიდან მოგვყვებიან, მაგალითად, 15 წელია „ჯეოვოისს“გვერდით უდგანან ნიკა კვაჭაძე, ზუკა გოგუა, ზურაბ შენგელია, სოსო კიკნაძე და კიდევ არაერთი ადამიანი, ყველას ვერ ჩამოვთვლი, გუნდის ნამდვილი ლიდერები, რომლებიც ფლობენ მსოფლიო დონის ინჟინრების ცოდნას, მათ შეუძლიათ ნებისმიერ დიდ კომპანიაში თავისუფლად იმუშაონ უმაღლესი სტანდარტების დონეზე. ამაყი ვარ, რომ ასეთი გუნდი შევქმენი. არ მახსენდება არცერთი ფაქტი, რომ „ჯეოვოისიდან“ უკმაყოფილების ან ცუდი ანაზღაურების გამო ვინმე წასულიყოს. ჩვენთან მომუშავე ყველა ადამიანი კმაყოფილია იმ სამუშაო გარემოთი, რაც შევქმენით. ამიტომაცაა, რომ ჩვენთან ყოველდღიურად მოდიან ახალგაზრდები, რომელთაც ძალიან დიდი სურვილი აქვთ „ჯეოვოისში“ დასაქმების.

– იმ გამოწვევებზეც გავამახვილოთ ყურადღება, რომელთა წინაშეც დგებით ხოლმე ტექნოლოგიური პროგრესიდან გამომდინარე, რომელიც, ფაქტობრივად, უკვე ყოველდღიურია?
– იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიის მიზანია წარმოვადგინოთ და ხელმისაწვდომი გავხადოთ მაღალი ხარისხის პროდუქტები და სერვისები ქართული ბაზრისთვის, სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების ფონზე, ჩვენი გუნდი მუდმივად ცდილობს, იყოს სიახლეების და თანამედროვე მიღწევების ინიციატორი და მიმწოდებელი, მსოფლიოში რა სიახლეებიც ინერგება აუდიო-ვიდეო ინდუსტრიაში, „ჯეოვოისი“ იყოს მოწინავე ჩვენს ქვეყანაში. მაგალითად, სულ რამდენიმე დღის წინ, სასტუმროში „შერატონ გრანდ მეტეხი პალასი“, უპრეცედენტო მნიშვნელობის ღონისძიება გაიმართა – ჩამოსულები იყვნენ კომპანიის „L-Acoustics“ წარმომადგენლები (ჩვენ მისი ოფიციალური წარმომადგენლები ვართ საქართველოში). მათ დამსწრე საზოგადოებას, რომელთა შორის იყვნენ ინჟინრები, შოუბიზნესის წარმომადგენლები, პროდიუსერები, მუსიკოსები, დიჯეები და ა.შ. წარუდგინეს ახალი იმერსიული ტექნოლოგია აუდიო ინჟინერიაში – L-ISA და L-Acoustics DJ. ეს მოვლენა იმით იყო უპრეცედენტო, რომ ამ პროდუქტის პრეზენტაცია განხორციელდა დუბაიში, თურქეთში, ყაზახეთში და მთელს რეგიონში მეოთხე ქვეყანა იყო საქართველო, ვინც ეს პროდუქტი წარუდგინა საზოგადოებას.
– და ბოლოს, სად უნდა მოგმართონ თქვენი მომსახურებით დაინტერესებულმა პირებმა?
– გაყიდვების მიმართულებით გვაქვს ორი მაღაზია – ალ. ყაზბეგის გამზირის #25-ში და ვაჟა-ფშაველას გამზირის #10-ში, ხოლო რენტალ მიმართულებით – მოსკოვის გამზირის #25-ში. ჩვენ ღია ვართ 7/24-ზე, ჩვენთვის არ არსებობს დღე და ღამე.