პოპ-მუსიკის მეფის, მაიკლ ჯექსონის ცხოვრების ბოლო კვირებზე Warner Bros სერიალს გადაიღებს. სტუდია სერიალის გადაღებას ტრევის სმაილის წიგნის მიხედვით გეგმავს.
პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ სერიალი ლეგენდარული მომღერლის სიცოცხლის 16 კვირას ასახავს, როგორ უმკლავდებოდა ვარსკვლავი მასზე მუდმივ „ნადირობას“, როგორ ცდილობდა მოეპოვებინა თავისუფლება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.
მაიკლ ჯექსონი 2009 წლის 25 ივნისს წამლის ზედოზირებით გარდაიცვალა.